ახალი ამბები

სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია დაწყებულია – მინისტრის მოადგილე

24 აპრილი, 2023 • 917
სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია დაწყებულია – მინისტრის მოადგილე

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ღვთისიაშვილის განცხადებით, სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია უკვე დაწყებულია.

„საქართველოს მოქალაქეები გუშინ სუდანის დედაქალაქის უსაფრთხო ლოკაციაზე იყვნენ გადაყვანილი. მათი ევაკუაციის პროცესი სამშობლოში უკვე დაწყებულია. აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში და საქართველოს საელჩო ეგვიპტეში. შესაბამისად, იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში მოხდება მათი საქართველოში დაბრუნება. მუდმივ კავშირზე ვართ კომუნიკაციასა და კოორდინაციაში კომპანიებთან და მუდმივად ვრჩებით კავშირზე საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებიც იმყოფებიან ხარტუმში“,- განუცხადა რუსთავი 2-ს ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.


15 აპრილს სუდანის დედაქალაქის მოსახლეობა სროლისა და აფეთქებების ხმამ გააღვიძა. ის, რისაც ბევრს ეშინოდა, რეალობად იქცა — ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობის შიგნით მზარდი დაპირისპირება შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა.

დედაქალაქ ხარტუმსა და მის გარეთ ერთმანეთს ორი სამხედრო ძალა ებრძვის: სუდანის რეგულარული არმია (SAF) და გასამხედროებული დაჯგუფება, სახელწოდებით “სწრაფი მხარდაჭერის ძალები” (RSF).

ფოტო: Reuters

მასალების გადაბეჭდვის წესი