ახალი ამბები

გერმანია რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის გარკვეულ ოპერაციებს „სავსებით ნორმალურად“ მიიჩნევს

21 აპრილი, 2023 • 1214
გერმანია რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის გარკვეულ ოპერაციებს „სავსებით ნორმალურად“ მიიჩნევს

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი მიიჩნევს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე გარკვეული ოპერაციების ჩატარება „სავსებით ნორმალურია“, იუწყება „უნიანი“ „ზე-დე-ეფ“-ზე დაყრდნობით.

„გარკვეული ოპერაციის“ მაგალითად გერმანელი მინისტრი ასახელებს რუსეთის ჯარის მომარაგების ხაზების ბლოკირებას:

„სავსებით ნორმალურია, რომ ასეთ ომებში შეტევის მსხვერპლი გადაადგილდება მტრის ტერიტორიაზე, მაგალითად, მომარაგების ხაზების ბლოკირებისთვის“, – ამბობს იგი.

წითელი ხაზი, მისი აზრით, მშვიდობიან მოსახლეობაზე შეტევაა:

„მანამ, სანამ იერიში არ განხორციელდება ქალაქებზე, სამოქალაქო პირებზე, სამოქალაქო რაიონებზე, მოგიწევთ, ამას შეეჩვიოთ“.


უკრაინის მიერ რუსეთის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე თავდასხმას კიევის დასავლელი მოკავშირეები საფრთხედ მიიჩნევენ, ვინაიდან არ სურთ კონფლიქტის კიდევ უფრო ესკალაცია. ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც უკრაინისთვის შორსმსროლელი იარაღის გადაცემაზე მოკავშირეები თავს იკავებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი