ახალი ამბები

საპატრიარქო გელათის რეაბილიტაციის დროებით კომიტეტს ქმნის

7 აპრილი, 2023 • 816
საპატრიარქო გელათის რეაბილიტაციის დროებით კომიტეტს ქმნის

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის შექმნას გეგმავენ. საპატრიარქოს განცხადებით, კომიტეტი იქმნება მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მოთხოვნის და ICOMOS/ICCROM -ის სპეციალისტთა რეკომენდაციების თანახმად. ამის შესახებ განცხადება საპატრიარქომ 7 აპრილს გააკეთა.

საპატრიარქოს თქმით, კომიტეტში ქართველი და საერთაშორისო დონის მოწვეული უცხოელი მეცნიერები ითანამშრომლებენ.

“გადაიხედება და განახლდება გენერალური/მართვის გეგმა. შეიქმნება კონსერვაციის ახალი და მაღალი სტანდარტის საბაზისო დოკუმენტი, რომელიც დაფუძნებული იქნება დეტალურ და სიღრმისეულ კვლევებზე. გელათის ტაძრების მხატვრობის და უპირველეს ყოვლისა ღმრთისმშობლის შობის ტაძრის მხატვრობის გადაუდებელი მდგომარეობის გამო, ორშაბათს, 10 აპრილს, გაემგზავრება მხატვრობის კონსერვაციის სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც დაიწყებს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის, ICOMOS/ICCROM -ის პირველი რეკომენდაციის შესრულება,- ტაძრის მხატვრობის გრაფიკული სქემების შექმნას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, საპატრიარქო გეგმავს ვებ-გვერდის შექმნას, სადაც გელათის შესახებ საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.

რა დაემართა გელათს – ფაქტები და კომენტარები

რას ამბობს იუნესკო გელათზე – დასკვნა

ჩარევების უმეტესობა არ შეესაბამება კონსერვაციის საერთაშორისო პრინციპებს — „ICOMOS საქართველო“ გელათზე

„პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა მოსაზრებებია“ — სამინისტრო გელათზე ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნაზე

“სინამდვილეს არ შეესაბამება” – საპატრიარქო გელათის დასკვნაზე კულტურის სამინისტროს პასუხობს

მასალების გადაბეჭდვის წესი