აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკში მისთვის ბრალის ოფიციალურად წაყენების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
„ყველამ, ვინც ამ საქმეს შეხედა, მათ შორის ყალბი „რესპუბლიკელები“ და „დემოკრატები“ ამბობენ, რომ დანაშაული არ არის და საქმე სასამართლომდე არ უნდა მისულიყო…
არასდროს მეგონა, რომ რამე მსგავსი შეიძლებოდა ამერიკაში მომხდარიყო. ერთადერთი დანაშაული, რომელიც ჩავიდინე, ჩვენი ქვეყნის დაცვაა მათგან, ვისაც მისი განადგურება სურს“, – უთხრა მან რეზიდენცია მარ-ა-ლაგოში შეკრებილ მხარდამჭერებს.
როგორც ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, გამოძიება არის მისი განადგურების მორიგი მცდელობა რუსეთსა და უკრაინაზე „ყალბი გამოძიებების“ შემდეგ.
- ამ თემაზე: ტრამპის შესაძლო იმპიჩმენტი: რა ხდება, რატომ და როგორ?
- ტრამპის მეორე იმპიჩმენტი დასრულდა — სენატმა იგი დამნაშავედ არ სცნო
ამასთან ერთად, ტრამპი სასამართლო პროცესს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვისაც იყენებს – როგორც თავად ამბობს, ბრალდებების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მისმა კამპანიამ შემოწირულობის სახით 8 მილიონი დოლარი მიიღო.
ტრამპის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებზე გირჩევთ: