ახალი ამბები

მუსიკოსი Tamada ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებას ითხოვს

31 მარტი, 2023 • 4162
მუსიკოსი Tamada ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებას ითხოვს

მუსიკოსი თამადა, იგივე ლაშა ჩხაპელია ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებას ითხოვს.

“სანამ ძალიან ბევრი გაგიხდებით დასაჭერი, ვინც ჩვენი გასაკეთებელი ითავა, გამოუშვით! თავისუფლება ლაზარეს!!!”,  – დაწერა მუსიკოსმა ფეისბუკზე.

21 წლის ლაზარე გრიგორიადისს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე პოლიციის წინააღმდეგ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების გამოყენებასა და მანქანის დაწვაში ადანაშაულებენ.  ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დღეს სასამართლომ გრიგორიადისს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, რის შემდეგაც პარლამენტთან აქცია სპონტანურად დაიგეგმა დღეს.

ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად კიდევ ერთი აქცია გაიმართება ხვალ, შაბათს, 20 საათზე, ამჯერად უკვე მთავრობის ადმინისტრაციასთან. აქციის ორგანიზატორები არიან “ევროპული საქართველო”, ტაბულა, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება, თავისუფლების ინსტიტუტი.

ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა, შაბათს დაგეგმილია მეორე მიტინგიც

მასალების გადაბეჭდვის წესი