ახალი ამბები

წულუკიანის თქმით, “სპეკულაციებს” საკადრო საკითხებზე მისივე სისტემის ხალხი უვრცელებს

27 მარტი, 2023 • 913
წულუკიანის თქმით, “სპეკულაციებს” საკადრო საკითხებზე მისივე სისტემის ხალხი უვრცელებს

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სპეკულაციას უწოდევს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე გადადის.

წულუკიანის თქმით, მსგავს ინფორმაციას მათივე სისტემაში ის ადამიანები ავრცელებენ, რომელთაც არ მოსწონთ ამჟამად მის დაქვემდებარებაში მყოფ სამინისტროში გატარებული პოლიტიკა.

„ჩემი განხილვა ჯანდაცვის მინისტრის პოზიციაზე გახლავთ წმინდა წყლის სპეკულაცია, ისევე როგორც არაერთ სხვა ადგილას. საერთოდ, ასე ხდება ხოლმე, რომ როდესაც იმ ადამიანებს არ მოსწონთ, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში რა პოლიტიკაც დღეს ტარდება, შემდეგ დასხდებიან და ადგილებიც ვიცი, სადაც მსჯელობენ და თათბირობენ. ეს ჩვენივე სისტემაში ხდება ხოლმე, ითათბირებენ და გადაწყვეტენ, რომ მალე გვეშველება, გადადის ამ სამინისტროში. ეს რიგით მეოთხე სამინისტროა, სადაც მათ გამამწესეს, მაგრამ მათ მინდა მივუსამძიმრო, რომ მე არჩევნებამდე არსად ვაპირებ წასვლას და არჩევნების შემდეგ, ალბათ, მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება მქონდეს სათქმელი“, – განაცხადა წულუკიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი