ახალი ამბებიხელოვნება

პიანისტი გიორგი გიგაშვილი რუბინშტეინის საფორტეპიანო კონკურსის ფინალშია

24 მარტი, 2023 • 3699
პიანისტი გიორგი გიგაშვილი რუბინშტეინის საფორტეპიანო კონკურსის ფინალშია

პიანისტი გიორგი გიგაშვილი გადავიდა არტურ რუბინშტეინის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის ფინალურ ეტაპზე. იგი მოხვდა ექვს საუკეთესო პიანისტს შორის, რომელიც პირველი და მეორე ეტაპების შემდეგ, 33 კონკურსანტიდან შეარჩია ჟიურიმ.

 

მეოცე საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული პიანისტის, არტურ რუბინშტეინის სახელობის კონკურსი 1974 წლიდან არსებობს და იმართება სამ წელიწადში ერთხელ, თელ-ავივში.

პირველი ეტაპზე გიორგი გიგაშვილი ჟიურის წინაშე წარდგა დომენიკო სკარლატის, რობერ შუმანისა და ალექსანდრე სკრიაბინის ნაწარმოებებით:

https://www.youtube.com/watch?v=466OHBG8wA4&t=1465s

მეორე ეტაპზე კი შეასრულა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენისა და დიმიტრი შოსტაკოვიჩის ნაწარმოებები:

კონკურსის მესამე ეტაპის დასრულების შემდეგ – 30 მარტს, დასახელდებიან საპრიზო ადგილების მფლობელები.

გიორგი გიგაშვილი Classic FM-ის 30 ამომავალ ვარსკვლავს შორის

არტურ რუბინშტეინის სახელობის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის ფინალისტების დასახელების პარალელურად, ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბრიტანულმა რადიოსადგურმა „Classic FM” დაასახელა 2023 წლის 30 გამორჩეული ახალგაზრდა მუსიკოსი. მათ შორის მოხვდა გიორგი გიგაშვილი. ქართველი პიანისტი იკავებს სიის მე-14 ადგილს.

ფოტო გარეკანზე: Yoel Levy

მასალების გადაბეჭდვის წესი