ახალი ამბები

დეგნანის პასუხი ღარიბაშვილის მიერ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის დისკრედიტაციაზე

23 მარტი, 2023 •
დეგნანის პასუხი ღარიბაშვილის მიერ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის დისკრედიტაციაზე

დღეს, 23 მარტს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დისკრედიტაციულ შეფასებას სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე.

ყოველწლიურ ანგარიშში საქართველო არაერთი მიმართულებით არის გაკრიტიკებული, მათ შორისაა ნიკა გვარამიას პოლიტიკური პატიმრობა, სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხი, მედიაზე თავდასხმა-შევიწროება და ა.შ. ღარიბაშვილმა თქვა, რომ ეს ანგარიში ეფუძნება ცრუ ფაქტებს და ხელისუფლებისთვის არ არის საინტერესო.

კელი დეგნანს ღარიბაშვილის განცხადების შეფასება ჟურნალისტებმა სთხოვეს ახალქალაქში, სადაც მე-3 სკოლაში ამერიკული კუთხე გაიხსნა.

„აშშ ათწლეულებია ამზადებს მსგავს ანგარიშებს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში კონცენტრირებულია საკითხებზე და არა პოლიტიკურ პარტიებსა და კონკრეტულ ადამიანებზე.

როდესაც რაღაც ინფორმაციაა მოცემული ამ ანგარიშში, ის არის შემოწმებული ძალიან სანდო წყაროებთან და შემდგომ დამატებით გადამოწმებული. ეს ანგარიშები არის ძალიან კარგი საშუალება და რესურსი იმისათვის, რომ დავინახოთ ქრონოლოგიურად, არა მხოლოდ რა საჭიროებები არსებობს და სად არის ხარვეზი, არამედ ის, წლების განმავლობაში რა შეიცვალა, რა გაუმჯობესდა.

ეს ანგარიში არის ძალიან კარგი რესურსი იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს ძალისხმევას დემოკრატიის უკეთესი განვითარებისთვის, ადამიანთა უფლებების უკეთ დასაცავად. იმედია, რომ ეს ასე იქნება დანახული“, — თქვა ელჩმა.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი