ახალი ამბები

ბუაძე: ყაზბეგზე ბასლაინების დახაზვა არათუ სწორი — აუცილებელია

17 მარტი, 2023 • 1113
ბუაძე: ყაზბეგზე ბასლაინების დახაზვა არათუ სწორი — აუცილებელია

პარტია „ლელოს“ დეპუტატი თბილისის საკრებულოში საბა ბუაძე განცხადებას ავრცელებს ყაზბეგის გამზირზე ბასლაინების დახაზვასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მერიის გადაწყვეტილება ამ მხრივ არათუ სწორი, არამედ აუცილებელიცაა.

საკრებულოს დეპუტატის თქმით, თბილისში სატრანსპორტო ქაოსის მოგვარების მთავარი გზა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებაზე გადის, რეფორმის ხერხემალს კი, მისი შეფასებით, ბასლაინების ქსელში მოძრავი ავტობუსები წარმოადგენს:

„ბასლაინების გარეშე კერძო ტრანსპორტიც და ავტობუსიც იდგება საცობში. ეს რეფორმა ნელა და ბევრი ხარვეზით მიმდინარეობს, მაგრამ არის აუცილებელი ჩვენი ქალაქისთვის. სამწუხაროდ, თბილისის მერია ვერ აწვდის ხალხს საჭირო ინფორმაციას ამ რეფორმის შესახებ. დიდი ალბათობით კალაძის “საინფორმაციო რესურსი” ტროლური კამპანიებით არის დატვირთული“, — ამბობს საბა ბუაძე.

თბილისის მერია სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ატარებს ალექსანდრე ყაზბეგის გამზირისა და თამარაშვილის ქუჩის კვეთასთან არსებულ გზაჯვარედინზე. უწყების თქმით, სამუშაოები 21 თებერვალს დაიწყო და პირველი აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი