ახალი ამბები

საქართველოს მოსახლეობამ ევროპის გზა აირჩია, გერმანია მხარს უჭერს მას – შტაინმაიერი

11 მარტი, 2023 • 752
საქართველოს მოსახლეობამ ევროპის გზა აირჩია, გერმანია მხარს უჭერს მას – შტაინმაიერი

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა.

შტაინმაიერის განცხადებით, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს მის ევროპულ გზაზე, რაც მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლებასაც მოიცავს.

„მადლობელი ვარ თქვენი მკაფიო და ძლიერი პოზიციისთვის თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდასაჭერად. საქართველოს მოსახლეობამ ევროპის გზა აირჩია“, – განაცხადა შტაინმაიერმა ზურაბიშვილთან საუბრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.