ახალი ამბები

18:00 საათზე ოპოზიცია პარლამენტთან აქციას აანონსებს

2 მარტი, 2023 •
18:00 საათზე ოპოზიცია პარლამენტთან აქციას აანონსებს

საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები მოქალაქეებს მოუწოდებენ, 18:00 საათიდან პარლამენტთან შეიკრიბონ და გააპროტესტონ იმ რუსული კანონის მიღება, რომელსაც დღეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე ხმაურის ფონზე განიხილება.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ კანონპროექტი ანტიკონსტიტუციურია და საპარლამენტო უმრავლესობა ქვეყანაში რუსული ინტერესების გატარებას ცდილობს. ვაშაძე მოუწოდებს მოქალაქეებს, მივიდნენ პარლამენტთან და დაანახონ ხელისუფლებას, თუ რა არის რეალური ხალხის ძალა:

„ეს პროცესი არის ანტიკონსტიტუციური. კონსტიტუციის 78-ე მუხლი ამბობს, რომ მხოლოდ ისეთი კანონები უნდა იქნას მიღებული, რომელიც არ ეწინააღმდეგება ევროკავშირში და ნატოში საქართველოს გაწევრიანებას. თქვენ ხედავთ, როგორი გავეშებული იცავს „ქართული ოცნება“ ამ კანონპროექტს. რაც ხდება ახლა კომიტეტზე, სრულიად უკანონოა.

შეკრულია უმრავლესობის ყველა წევრი, რომ რუსული ინტერესები გაატარონ ქვეყანაში. ყველას გთხოვთ, შევიკრიბოთ პარლამენტთან, ორშაბათსაც არის კომიტეტის სხდომა, შემდგომ არის სესიები. დღეს შევიკრიბოთ 18:00 საათზე, ვისაც შეგიძლიათ, მანამდე, რომ ვაჩვენოთ, რეალური ხალხის ძალა რაშია და რუსეთის მონები არასოდეს გავხდებით“, — აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ნახეთ ამ თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი