ახალი ამბები

ოპოზიციონერ დეპუტატებს სხდომიდან ძალის გამოყენებით აძევებენ – რუსული კანონის განხილვა

2 მარტი, 2023 • 1134
ოპოზიციონერ დეპუტატებს სხდომიდან ძალის გამოყენებით აძევებენ – რუსული კანონის განხილვა

საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებული სხდომიდან, სადაც დღეს რუსული კანონპროექტები უნდა განხილონ, ოპოზიციონერ დეპუტატთა ნაწილს ძალის გამოყენებით აძევებენ.

სხდომა დღეს, 15:30 საათზე ,უნდა დაწყებულიყო, თუმცა ამ დრომდე [16:47] ვერ იწყება. დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან.

მანამდე ამ სხდომაზე არ უშვებდნენ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. თუმცა დარბაზში უპრობლემოდ შეუშვეს „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტი დავით ქართველიშვილი.

პარლამენტის საიტზე ოფიციალური პირდაპირი ეთერი გათიშეს. დარბაზში მიმდინარე პროცესებს დეპუტატი ანა ბუჩუკური პირადი ტელეფონით პირდაპირ ეთერში ფეისბუკზე გადასცემს.

კანონპროექტების განხილვას დარბაზს გარეთ და ასევე ქუჩაში აპროტესტებენ იმ მედიისა და არასამთავრობოების წარმომადგენლები, რომლებსაც კანონპროექტები პირდაპირ ეხებათ, თუმცა განხილვაში მონაწილეობის საშუალებას არ აძლევენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი