ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“საინტეგრაციო პროცესები გააქტიურდა” – არძინბა

28 თებერვალი, 2023 • 1197
“საინტეგრაციო პროცესები გააქტიურდა” – არძინბა

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა რუსულ სახელმწიფო ტელეარხ როსია 24 -სთან საუბრობს აფხაზეთის საინტეგრაციო პროცესის დაწყებაზე რუსეთ-ბელარუსის სამეკავშირეო სახელმწიფოსთან.

ბელარუსისა და რუსეთის საკავშირო სახელმწიფოს მრავალწლიანი იდეა გულისხმობს ერთიანი ვალუტის, სასამართლოსა და საბაჟოს შექმნას. 2021 წელს რუსეთისა და ბელორუსის ლიდერებმა ხელი მოაწერეს საგზაო რუკების სერიას, რომელიც მიზნად ისახავს ორი მეზობლის ინტეგრაციის გაღრმავებას.

“საინტეგრაციო პროცესები გააქტიურდა. ჩვენ აქტიურად ვამონიტორინგებთ იმას, თუ როგორ ეფექტურად ვითარდება სამეკავშირეო სახელმწიფო და მის პერსპექტივას პოზიტიურად ვაფასებთ. ჩვენი მთავარი ამოცანა ჩვენი სუვერენიტეტის გაძლიერებაა, რასაც ჩვენს საინტეგრაციო გაერთიანებებში ვხედავთ და რუსეთი ამაში გვეხმარება”, – ამბობს არძინბა.

არძინბას არ დაუზუსტებია, რა ტიპის ინტეგრაციაზეა საუბარი, თუმცა ისაუბრა ასევე აფხაზეთსა და ბელარუსს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების შესახებ.

აფხაზური დელეგაცია ბელარუსს და მის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს დაახლოებით ერთი კვირის წინ სტუმრობდა.

მკაცრად ვგმობ მინსკში ლუკაშენკოს “ოფიციალურ შეხვედრას” ბჟანიასთან – ზურაბიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი