ახალი ამბები

მკაცრად ვგმობ მინსკში ლუკაშენკოს “ოფიციალურ შეხვედრას” ბჟანიასთან – ზურაბიშვილი

21 თებერვალი, 2023 • 974
მკაცრად ვგმობ მინსკში ლუკაშენკოს “ოფიციალურ შეხვედრას” ბჟანიასთან – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმიანება დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტ ასლან ბჟანიას მინსკში ჩასვლასა და ალექსანრდ ლუკაშენკოსთან „ოფიციალურ შეხვედრას“ და მკაცრად გმობს მას.

ამის შესასებ ზურაბიშვილი ტვიტერზე წერს.

„მკაცრად ვგმობ მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს “ოფიციალურ შეხვედრას” ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “პრეზიდენტთან”. ლუკაშენკოს სოხუმში ვიზიტის შემდეგ, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის უგულებელყოფა იყო, ეს არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი აშკარა დარღვევა“, – წერს ზურაბიშვილი.


აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია და დე ფაქტო საგარეო მინისტრი ინალ არძინბა ბელარუსში ჩავიდნენ. შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყებამ ტელეგრამ არხზე გამოაქვეყნა.

„როგორც იქნა, მინსკამდე ჩამოაღწიეთ. სალაპარაკო ბევრი გვაქვს. იცით, რომ ჩვენ მუდამ დაინტერესებული ვიყავით თქვენს მშვენიერ ქვეყანასთან თანამშრომლობით“,- უთხრა ალექსანდრ ლუკაშენკომ, ბელარუსის პრეზიდენტმა დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტ ასლან ბჟანიას მინსკში.

“როგორც იქნა, მინსკამდე ჩამოაღწიეთ” – ლუკაშენკო ბჟანიას

მასალების გადაბეჭდვის წესი