პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში გაემგზავრება.

ამის შესახებ მან დღეს, 28 თებერვალს, გენდერული თანასწორობისთვის ყოველწლიური პოლიტიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ნიუ-იორკში მიემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს ქალთა სტატუსის შესახებ გაერო-ს კომისიის 67-ე სესიაში.

აღნიშნული სესია გაეროში მარტის დასაწყისში უნდა გაიმართოს.