ახალი ამბები

ცალსახაა, რომ “ოცნება” ღიად უპირისპირდება დემოკრატიულ კურსს — ჯანელიძე

27 თებერვალი, 2023 • 2196
ცალსახაა, რომ “ოცნება” ღიად უპირისპირდება დემოკრატიულ კურსს — ჯანელიძე

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და ვიცე-პრემიერი, მიხეილ ჯანელიძე “ქართულ ოცნებას” აკრიტიკებს “უცხოური გავლენის აგენტების” კანონპროექტის თაობაზე და აცხადებს, რომ მმართველი პარტია ღიად უპირისპირდება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს, საგარეო პოლიტიკას და დემოკრატიულ კურსს.

ამის შესახებ მან დღეს, 27 თებერვალს, განცხადება პირად ფეისბუკ გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც წერია:

„როგორც დღეს ქართულმა ოცნებამ განაცხადა, ის აპირებს დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით, მიიღოს ორი კანონპროექტი, რომლებიც უკავშირდება ე.წ. უცხოელ აგენტებს. როგორც თვითონვე განმარტეს, ეს გულისხმობს პრინციპების დონეზე კანონპროექტის მიღებას/დაშვებას.

ნებისმიერ კანონში მთავარია მიზანი, თუ რას ემსახურება და რა კონტექსტში ხდება მისი მიღება/აღსრულება. თუ შევხედავთ მიზანს და კონტექსტს, ცალსახაა, რომ „ქართული ოცნება“ ღიად უპირისპირდება ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით გამყარებულ საგარეო პოლიტიკას და დემოკრატიულ კურსს.“


საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს.

ვრცლად ამ საკითხზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი