პროკურატურამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების თანახმად, 28 აგვისტოს, ნასაკირალში ბრალდებულმა განსაკუთრებული სისასტიკით, მისსავე საცხოვრებელ სახლში, დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდებული 31 აგვისტოს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.