საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ორბელიანების სასახლეში ახალგაზრდა ქართველი არტისტების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
გამოფენის მონაწილეებსა და დამთვალიერებლებს საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა:
„ეს ძალიან მძიმე დღეა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, ბრძოლა გაგრძელდეს. ყველანაირად უნდა ვეომოთ ოკუპაციას და დამონების ყველა ფორმას და არა მაინცდამაინც ომით, მაინცდამაინც იარაღით… ყველაზე ძლიერი იარაღი არის თავისუფლება. ჩვენი ყველაზე დიდი ძალა თავისუფლებაა, თავისუფალი აზროვნება, თავისუფალი ტვინი. ამით ვამარცხებთ პუტინიზმის ყველა ფორმას, რადგან ეს არის ის, რისთვისაც ადამიანი დაიბადა, რისთვისაც ცხოვრობს“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
გამოფენა 27 თებერვლამდე გაგრძელდება და მისი დათვალიერება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციით 11:00 საათიდან 19:00 საათამდე მეილზე: info@president.gov.ge.