ახალი ამბები

6-8 თვეა ჩვენი პარტნიორობის ძირგამომთხრელი საქმიანობა მიდის – დეგნანი

24 თებერვალი, 2023 • 864
6-8 თვეა ჩვენი პარტნიორობის ძირგამომთხრელი საქმიანობა მიდის – დეგნანი

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ ბოლო 6-8 თვეა საქართველოში მიმდინარეობს კამპანია, რომელიც ცდილობს ძირი გამოუთხაროს ძლიერ პარტნიორობას, რომელიც საქართველოსა და დასავლეთს შორის არსებობს.

ამის შესახებ მან დღეს, 24 თებერვალს, მედიასთან საუბრისას განაცხადა.

„ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ხალხის არჩევანს, რომელმაც ძალიან მკაფიოდ, არაერთხელ აირჩია ევროპისკენ სვლა. ხალხს სურს ევროპული მომავალი, ძლიერი დემოკრატია და კეთილდღეობა, დივერსიფიცირებული ეკონომიკა, რომელიც არ არის დამოკიდებული რუსეთზე. გასულ წლებში საქართველომ რეალური პროგრესი განიცადა რუსეთზე დამოკიდებულების შემცირების კუთხით, რაც უნდა გაგრძელდეს. არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ საქართველო რუსეთზე იყოს დამოკიდებული ვაჭრობაში, უსაფრთხოებაში ან ნებისმიერ სხვა რამეში.

საქართველოს ჰყავს კარგი მეგობრები, ჩვენ ყველას გვჭირდება კარგი მეგობრები და ვფიქრობ, მათ, ვინც ცდილობს ძირი გამოუთხაროს ამ მტკიცე მეგობრობას, რომელიც საქართველოს აქვს ჩვენთან და ევროკავშირთან და ბევრ სხვა ქვეყანასთან, უნდა გააგონოს ქართველმა ხალხმა, რომ ეს მიუღებელია, რომ მათი არჩევანი და მომავალი ევროპაა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი