ახალი ამბები

თბილისში უკრაინაში ომის წლისთავთზე კონფერენციას ხელისუფლებიდან არავინ ესწრება

23 თებერვალი, 2023 • 837
თბილისში უკრაინაში ომის წლისთავთზე კონფერენციას ხელისუფლებიდან არავინ ესწრება

დღეს, 23 თებერვალს, თბილისში იმართება საერთაშორისო კონფერენცია — „რუსეთის აგრესია უკრაინაში: წინააღმდეგობის ერთი წელი“, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არ ესწრებიან.

როგორც კონფერენციის ორგანიზატორმა, „აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD)“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ცუცქირიძემ განაცხადა, კონფერენციაზე მოწვევა ხელისუფლების წარმომადგენლებს გაუგზავნეს, თუმცა მათგან პასუხი არ მიუღიათ.

„მე ძალიან ვწუხვარ, რომ ამ კონფერენციას ვატარებთ ჩვენ და არა საქართველოს მთავრობა ან პარლამენტი, მაგრამ ჩვენ გვაქვს მორალური ვალდებულება უკრაინის მიმართ. თუ ამას ვერ გრძნობს მთავრობა, ამას გრძნობს სამოქალაქო სექტორი, რომელიც გამორჩეულია საკუთარი დამოუკიდებლობით, პროფესიონალიზმით, მათ შორის, საკუთარი გამჭვირვალობით ამ ქვეყანაშიც და სხვაგანაც.

ასევე ძალიან ვწუხვარ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, პარლამენტს, თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურადაც, არაოფიციალურადაც, წერილითაც, მეგობრულადაც, შევთავაზეთ მობრძანებულიყვნენ და დღეს ჩვენთან ერთად ყოფილიყვნენ, მაგრამ დუმილის გარდა არაფერი არაა და ეს ძალიან სამწუხაროა. ეს არ ნიშნავს, რომ ეს გამოხატავს ქართველი ხალხის და საზოგადოების პოზიციას და დამოკიდებულებას“, — განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი