ახალი ამბები

ვიღაცებს გახარია კერკეტი კაკალი ეგონათ, აღმოჩნდა კერკეტი კვერცხი – კობახიძე

21 თებერვალი, 2023 • 1301
ვიღაცებს გახარია კერკეტი კაკალი ეგონათ, აღმოჩნდა კერკეტი კვერცხი – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას „კერკეტ კვერცხს“ უწოდებს.

ასე უპასუხა კობახიძემ გიორგი გახარიას განცხადებას, რომელიც დღეს, 21 თებერვალს, გააკეთა. გახარიას თქმით, საქართველოს ევროპულ მომავალს დღეს ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის ხელისუფლება, რომლის პოლიტიკა არც ფრთხილი და არც დაბალანსებული აღარ არის.

„ვიღაცებს გახარია კერკეტი კაკალი ეგონათ, ასეთი ტერმინი გამოიყენებოდა, აღმოჩნდა კერკეტი კვერცხი. ეს არის ერთადერთი ეპითეტი, რომელიც მას მიესადაგება, არის 1%-იანი პარტიის ლიდერი და ეს არის საზოგადოების განაჩენი გახარიას მიმართ, რომელიც არის სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი ადამიანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ დღეს „ქართული ოცნება“ ფსონს უკრაინის დამარცხებაზე დებს და ამ ლოგიკით აქვს აწყობილი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა.

მისი თქმით, „ოცნება“ ევროპული მომავლის ნაცვლად ირჩევს ხელისუფლებაში დარჩენას ნებისმიერ ფასად.

გიორგი გახარიას თქმით, საქართველო არასდროს ყოფილა ასე ახლოს ევროპულ ინტეგრაციასთან, როგორც დღეს, და ასევე, არასდროს ყოფილა ასე ახლოს ამ შესაძლებლობის დაკარგვასთან.

დღეს „ოცნება“ ფსონს დებს უკრაინის დამარცხებაზე – გახარია

მასალების გადაბეჭდვის წესი