საქართველოში ვიზიტით მყოფი ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან პირად საუბარში ბიძინა ივანშილსაც შეეხო.
ამის შესახებ სენატორმა ქართულ მედიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კერძოდ, „ტვ პირველის“ ჟურნალისტმა სენატორებს ჰკითხა, ჰქონდათ თუ არა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას საუბარი ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით.
„ივანიშვილის სახელი გაჟღერდა პრემიერ-მინისტრთან საუბრისას და დარწმუნებული ვარ, რომ ის გაჟღერდება საქართველოსთან დიალოგში და ეს იყო პირადი საუბრები“, – განაცხადა სენატორმა ჯინ შაჰინმა.
- სენატორი დურბინი არ უარყოფს, რომ სააკაშვილთან ვიზიტზე პენიტენციურმა უარი უთხრა
- რა თქვეს სენატორებმა ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე
- ის არა ამერიკულის, არამედ რუსული კანონის მსგავსია — შაჰინი „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონპროექტზე