ახალი ამბები

სენატორი დურბინი არ უარყოფს, რომ სააკაშვილთან ვიზიტზე პენიტენციურმა უარი უთხრა

20 თებერვალი, 2023 • 873
სენატორი დურბინი არ უარყოფს, რომ სააკაშვილთან ვიზიტზე პენიტენციურმა უარი უთხრა

სენატორი დიკ დურბინი, რომელიც თბილისში ოფიციალური ვიზიტით სენატორ ჯინ შაჰინთან ერთად იმყოფება, არ უარყოფს, რომ მას არ მიეცა მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება.

დღეს, 20 თებერვალს, თბილისში გამართულ ბრიფინგზე სენატორებს ჟურნალისტმა უთხრა, რომ მისი ინფორმაციით, შაჰინსა და დურბინს მონახულების სურვილი ჰქონდათ, თუმცა პენიტენციურმა სამსახურმა მათ უარი უთხრა. ჟურნალისტმა იკითხა, განუმარტეს თუ არა მათ მიზეზი.

„ეს ვიზიტი არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს სათანადო სამედიცინო მომსახურება და ზრუნვა. ეს არის უფრო მნიშვნელოვანი“, – განაცხადა დიქ დურბნიმა.

ნეტგაზეთი დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდა პენიტენციურ სამსახურს. მათგან პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

წაიკითხეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი