ახალი ამბებისაზოგადოება

„მამაო ჩვენოსავით მომყვები… ლოცვა წაიკითხო, არ ჯობია სულელური კითხვების დასმას?!“ – აზარაშვილი ჟურნალისტს

17 თებერვალი, 2023 • 2055
„მამაო ჩვენოსავით მომყვები… ლოცვა წაიკითხო, არ ჯობია სულელური კითხვების დასმას?!“ – აზარაშვილი ჟურნალისტს

„მამაო ჩვენოსავით მომყვები… ლოცვა წაიკითხო, არ ჯობია სულელური კითხვების დასმას?!“, – ასე უპასუხა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტის კითხვას.

ჟურნალისტმა მინისტრს მთავრობის ყოფილის თავმჯდომარის, გიორგი გახარიას განცხადებასთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა. გახარიას თქმით, „ბიძინა ივანიშვილმა, თავისი მარიონეტების მეშვეობით, გახსნა დისკუსია – საერთოდ გვინდა თუ არა ევროპა?!“.

კერძოდ, ჟურნალისტმა აზარაშვილს შემდეგი კითხვა დაუსვა:

„[გიორგი გახარიას განცხადებით], ბიძინა ივანიშვილის მარიონეტი არის მთავრობის ყველა წევრი. ანუ, ბიძინა ივანიშვილი აძლევს დავალებას მთავრობას, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დასვან, უნდა თუ არა საქართველოს ევროპული მომავალი?“

ჯანდაცვის მინისტრმა კითხვას ასე უპასუხა:

„მამაო ჩვენოსავით მომყვები და რაღაცას იმას შვები… რა ვიცი, ლოცვა წაიკითხო, არ ჯობია ამ სულელური კითხვების დასმას? მამაო ჩვენოსავით მომყვები, რაღაცა დაზეპირებულს იმას შვები“.


გარეკანის ფოტო: სქრინშოთი „ტვ პირველის“ ეთერიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი