ახალი ამბები

ხარვეზის გამო იუსტიციის სახლში სერვისების ნაწილი შეფერხებულია

17 თებერვალი, 2023 •
ხარვეზის გამო იუსტიციის სახლში სერვისების ნაწილი შეფერხებულია

იუსტიციის სახლის განცხადებით, გლობალური ხარვეზის გამო იუსტიციის სახლის ფილიალებში შეფერხებულია რიგი მომსახურებები.

მათ შორის შეფერხებულია „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, „საქართველოს ეროვნული არქივის“ და „ნოტარიუსთა პალატის“ სერვისების გაცემა, „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მომსახურება კი ნაწილობრივ შეზღუდულია.

უწყების განცხადებით, ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. იუსტიციის სახლის თქმით, სერვისების გაცემის პროცესის განახლებისთანავე ინფორმაცია განთავსდება იუსტიციის სახლის ოფიციალურ Facebook გვერდზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი