ახალი ამბები

„უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი არ არის მზად“ — ჯაღმაიძე

14 თებერვალი, 2023 • 777
„უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი არ არის მზად“ — ჯაღმაიძე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომაზე დღეს, 14 თებერვალს, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს არ განიხილავენ.

„უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი არ არის მზად“, — განუცხადა ჟურნალისტებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ. მედიას აინტერესებდა, განიხილება თუ არა სინოდის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება.

სინოდის სხდომა 2-წლიანი პაუზის შემდეგ დღეს პირველად იმართება. ანდრია ჯაღმაიძის თქმით, განსახილველი საკითხები ჯერ ცნობილი არ არის და პატრიარქი უშუალოდ სხდომაზე გამოიტანს.

ჯაღმაიძის არ ჰგონია, რომ დღევანდელ სხდომაზე საუბარი შეეხება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ან საპატრიარქო რამე რეკომენდაციას გასცემს აღნიშნულთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი