ახალი ამბები

საფრანგეთის პრეზიდენტმა ნინო ლომჯარია ღირსების ეროვნული ორდენით დააჯილდოვა

13 თებერვალი, 2023 • 1166
საფრანგეთის პრეზიდენტმა ნინო ლომჯარია ღირსების ეროვნული ორდენით დააჯილდოვა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საქართველოს ყოფილ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ღირსების ეროვნული ორდენით დააჯილდოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, დღეს,საფრანგეთის ელჩი ნინო ლომჯარიას შეხვდა, რათა მისთვის ეცნობებინა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა დააჯილდოვა.

„ეს ჯილდო ქალბატონ ლომჯარიას გადაეცემა მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელიც მან ქართული დემოკრატიის ამ ერთ-ერთი საყრდენი ინსტიტუტიციის სათავეში შეასრულა. გულწრფელად ვულოცავთ მას“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

დაჯილდოებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ნინო ლომჯარია და საფრანგეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.

„აღნიშნული ჯილდო ჩემთვის და იმ ინსტიტუტისთვის, რომელსაც მე წარმოვადგენდი, ძალიან დიდი დაფასება და აღიარებაა! დიდი მადლობა საფრანგეთის პრეზიდენტს და საფრანგეთის ელჩებს საქართველოში ქართული დემოკრატიის გულმხურვალე მხარდაჭერისთვის! ახლა ძალიან ემოციური წუთებია ჩემთვის! იმედი მაქვს, მალე ვიზეიმებთ საქართველოს და ქართველი ხალხის ჯილდოსაც ევროპისგან“, – დაწერა ნინო ლომჯარიამ.

ნინო ლომჯარია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც დააჯილდოვა. მას „2022 წლის ადამიანის უფლებების დამცველების გლობალური ჯილდო“ მიენიჭა.

მასალების გადაბეჭდვის წესი