ახალი ამბები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ნინო ლომჯარია დააჯილდოვა

2 თებერვალი, 2023 • 1836
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ნინო ლომჯარია დააჯილდოვა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „2022 წლის ადამიანის უფლებების დამცველების გლობალური ჯილდო“ მიანიჭა საქართველოს ყოფილ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას.

ეს პრიზი, ლომჯარიას გარდა, მსოფლიოს მასშტაბით 10 უფლებადამცველს გადაეცა.

„ჩვენთვის პატივია დავაჯილდოოთ ლაურეატთა ჯგუფი — ათი ადამიანი მსოფლიოს მასშტაბით, რომლებმაც გამოავლინეს ლიდერობა და გამბედაობა, ამავდროულად კი, ხელს უწყობდნენ და იცავდნენ ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, ამჟღავნებდნენ და უპირისპირდებოდნენ სახელმწიფოებისა და კერძო სექტორის მიერ უფლებათა დარღვევებს, იცავდნენ გარემოს, აუმჯობესებდნენ მმართველობას, რომ უზრუნველყოფილიყო ანგარიშვალდებულება — ყველაფერი ეს, რათა დაუსჯელობას წერტილი დასმოდა“ — წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

„დიდი მადლობა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს და ამერიკის საელჩოს საქართველოში, რომლებმაც მხარი დამიჭირეს, აღნიშნულ ჯილდოზე წარმომედგინა ევროპის რეგიონი“, – დაწერა ფეისბუკზე ჯილდოს მიღებისას თავად ლომჯარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი