აცდენა ეგზიტპოლის და ცესკოს მონაცემს შორის ნაციონალური მოძრაობის კანდიდატ გიორგი უგულავას შემთხვევაში 4.77% -ია. Edison Research-ის მონაცემით მას 60 % ჰქონდა, ცდომილება კი +/_2% უნდა ყოფილიყო.
ცესკოს შედეგები თბილისის მერის არჩევნებში:
გიგი უგულავა– “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი | 55.23% |
ირაკლი ალასანია- “ალიანსი საქართველოსთვის” კანდიდატი | 19.05 % |
გია ჭანტურია-ქრისტიან-დემოკრატების” მერობის კანდიდატი | 10. 7 % |
ზვიად ძიძიგური– “ეროვნული საბჭოს” მერობის კანდიდატი | 8.31% |
გოგი თოფაძე– “მრეწველების” ლიდერი | 5.19 % |
თამაზ ვაშაძე – მოძრაობა “სოლიდარობის” კანდიდატი | 0,65% |
ნიკა ივანიშვილი– “სახალხო დემოკრატების” ლიდერი, | 0.51% |
დავით იაკობიძე | 0,22% |
გიორგი ლაღიძე | 0,14% |
Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები:
გიორგი უგულავა | 60% |
ირაკლი ალასანია | 17% |
გიორგი ჭანტურია | 10% |
ზვიად ძიძიგური | 6% |
გოგი თოფაძე | 5% |
ნიკოლოზ ივანიშვილი | 1% -ზე ნაკლები |
გიორგი ლაღიძე | 1% -ზე ნაკლები |
თამაზ ვაშაძე | 1% -ზე ნაკლები |
დავით იაკობიძე | 1% -ზე ნაკლები |
Edison Research-მა ეგზიტპოლი ტელეკომპანიების ”იმედის” და ”რუსთავი 2 ”-ის დაკვეთით ჩაატარა. 12.951 გამოკითხულიდან 51 % -მა უარი განაცხადა პასუხზე. შედეგებში პასუხზე უარის გათვალისწინებით ცდომილება Edison Research-ის მიხედვით +/-2% უნდა ყოფილიყო.
როგორც ზემოთმოყვანილი ცხრილები აჩვენებს, ცდომილება ცესკოს და ეგზიტპოლის მონაცემებში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატ გიორგი უგულავას შემთხვევაში 4.77% -ია. ალასანიას შემთხვევაში თითქმის ემთხვევა მონაცემი და 2%-იანი ცდომილების გათვალისწინებით (2.05%) ხოლო ზვიად ძიძიგურის შედეგები არჩევნებში Edison Research ცდომილების პროცენტზე 0.31% ით მეტია.