თურქეთში საქართველოს საელჩოს ძლიერი მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაღუპვის შესახებ დაუდასტურეს ინფორმაცია.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ის ქალაქ გაზიანთეფში დაიღუპა.
თურქეთისა და სირიის საზღვართან 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 6 თებერვალს, ღამით მოხდა. დაღუპულთა რიცხვი, ბოლო მონაცემებით, 25 000-ს აჭარბებს.
თურქეთის ხელისუფლების თანახმად, ქვეყანაში 21 848 დაღუპულია აღრიცხული. სირიიდან 3 553 დაღუპულის შესახებ იუწყებიან. ასობით ათასი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა და საკვების, წყლისა თუ სხვა რესურსების ნაკლებობას განიცდის.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრას საქართველოს 5 მოქალაქე ემსხვერპლა.