ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სირიაში მიწისძვრით დაზარალებულ ბავშვებს აფხაზეთში რეაბილიტაციას სთავაზობენ

10 თებერვალი, 2023 • 1079
სირიაში მიწისძვრით დაზარალებულ ბავშვებს აფხაზეთში რეაბილიტაციას სთავაზობენ

აფხაზური მედიის ცნობით, ასლან ბჟანია, დე ფაქტო პრეზიდენტი, სირიის არაბული რესპუბლიკის პრეზიდენტ ბაშარ ასადს ტელეფონით ესაუბრა და დახმარება შესთავაზა.

კერძოდ, აფხაზური მხარე სირიაში მიწისძვრით დაზარალებულ, მშობლების გარეშე დარჩენილ ბავშვებს აფხაზეთის სანატორიუმებში რეაბილიტაციას სთავაზობს.

ამასთან, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრით დაზარალებულთათვის ჰუმანიტრული დახმარების შეგროვების მიზნით სოხუმში დაგეგმილია ღონისძიებები.

თურქეთისა და სირიის საზღვართან ორშაბათს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 16 ათასს გადააჭარბა.

ამავე თემაზე:

“თურქეთს მაშველებით დახმარებას ვთავაზობთ” – შამბა

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.