ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“თურქეთს მაშველებით დახმარებას ვთავაზობთ” – შამბა

9 თებერვალი, 2023 • 2052
“თურქეთს მაშველებით დახმარებას ვთავაზობთ” – შამბა

“ვერ დავრჩებით თურქეთსა და სირიაში ჩვენი ძმების და დების ტრაგედიის მიმართ გულგრილები. გვაქვს შესაძლებლობა გავგზავნოთ როგორც ჰუმანტარული დახმარება, ასევე ჩვენი მაშველთა ჯგუფი. აფხაზურმა მხარემ უკვე მიმართა თურქეთის ხელისუფლებას შესაბამისი ოფიციალური წინადადებით”,- ციტირებს აფხაზური მედია აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანს, სერგეი შამბას.

ამასთან, როგორც შამბა ამბობს, აფხაზეთი მზადაა, დაზარალებული თანამემამულეების მისაღებად გეგმა შეიმუშაოს.

თურქეთისა და სირიის საზღვართან ორშაბათს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 16 ათასს გადააჭარბა გადააჭარბა.

მასალების გადაბეჭდვის წესი