ახალი ამბები

რუსი სენატორი: საქართველომ თავად შესთავაზა რუსეთს ფრენების აღდგენა

9 თებერვალი, 2023 • 1098
რუსი სენატორი: საქართველომ თავად შესთავაზა რუსეთს ფრენების აღდგენა

რუსი სენატორის, ვლადიმირ ჯაბაროვის თქმით, საქართველომ თავად შესთავაზა რუსეთს ფრენების აღდგენა. მის სიტყვებს ავრცელებს გამოცემა „ვესტნიკ კავკაზა“.

ჯაბაროვი, რომელიც რუსეთის ფედერაციული საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილეა, ამბობს, რომ შეთავაზება რამდენიმე კვირის წინ გახმიანდა და საუბარი იყო „აეროფლოტის“ ფრენების აღდგენის შესახებ, რასაც საქართველოს მმართველი პარტია მხარს უჭერდა. მეტი დეტალის შესახებ იგი არ საუბრობს.

ნეტგაზეთი პასუხს ელოდება ეკონომიკის სამინისტროსგან.


18 იანვარს რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, სერგეი ლავროვმა საქართველოს მთავრობა „ვაჟკაცობისთვის“ შეაქო:

„საქართველოს უნარი, გაუძლოს ზეწოლას დასავლეთისგან, რომელიც ღიად მოითხოვს ანტირუსულ სანქციებთან შეერთებას, პატივისცემას იწვევს“, — განაცხადა ლავროვმა და დაამატა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის იმედი აქვს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ თქვეს, რომ ავიამიმოსვლის აღდგენა ცუდი არ იქნებოდა:

ამ განცხადებების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოფიციალური კომენტარი გაავრცელა და თქვა, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენის წინააღმდეგია.

ამ თემაზე ნახეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი