ახალი ამბები

ზელენსკი პარიზში მაკრონს და შოლცს შეხვდა

9 თებერვალი, 2023 • 1777
ზელენსკი პარიზში მაკრონს და შოლცს შეხვდა

გაერთიანებული სამეფოს შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში ჩავიდა.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ზელენსკის და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს ელისეის სასახლეში უმასპინძლებს.

FRANCE 24-ის ინფორმაციით, პარიზში ვიზიტის წინ ფრანგულ გაზეთ Le Figaro-სთან ინტერვიუში ზელენსკიმ თქვა, რომ პრეზიდენტი მაკრონი „შეიცვალა“ მისი განცხადებების შემდეგ, რომ დასავლეთმა რუსეთი არ უნდა დაამციროს.

„ვფიქრობ, ის შეიცვალა და ამჯერად რეალურად შეიცვალა. ბოლოს და ბოლოს, სწორედ მან გაუხსნა გზა ტანკების მიწოდებას. მან ასევე მხარი დაუჭირა უკრაინის წევრობას ევროკავშირში. ვფიქრობ, ეს იყო რეალური სიგნალი“, — თქვა ზელენსკიმ.

გასული წლის ივნისში მაკრონი გააკრიტიკეს მას შემდეგ, რაც თქვა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, დასავლეთმა არ დაამციროს რუსეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი