აფხაზეთში ელექტროენერგიის კრიზისის ფონზე, უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში რეიდების დროს, კრიპტოვალუტის უკანონოდ მწარმოებელი 528 მოწყობილობა დალუქეს – ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.
ოფიციალური ცნობით, უკანონოდ მოწყობილი მაინინგ აპარატების დალუქვის პროცესი წლების განმავლობაში პერიოდულად მიმდინარეობს.
ელექტროენერგიის მზარდი მოხმარება და ენერგეტიკული კრიზისი აფხაზეთში ძირითადად უკავშირდება კრიპტოვალუტის მომპოვებელ ფერმებს. ოფიციალური ცნობით, აფხაზეთში რამდენიმე ასეული უკანონო ფერმაა დახურული. ამის მიუხედავად, მათი რაოდენობა მზარდია.
“მაინინგის წყალობით ჩვენი ეკონომიკა გადარჩა” | როგორ მალავენ აპარატურას აფხაზეთში