ახალი ამბები

დუსელდორფის დოქტორმა უნდა იცოდეს, რომ პრეზიდენტის დისკრეციულ უფლებამოსილებაზე მუქარა დაუშვებელია

7 თებერვალი, 2023 • 1866
დუსელდორფის დოქტორმა უნდა იცოდეს, რომ პრეზიდენტის დისკრეციულ უფლებამოსილებაზე მუქარა დაუშვებელია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ეხმიენაბა ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას და აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში დაუშვებელია პრეზიდენტის მიერ დისკრეციულ, კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენებაზე მუქარა.

„მიგვაჩნია, რომ ,,ქართული ოცნების“ სიის მესამე ნომერმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და დუსელდორფის სამართლის მაგისტრმა, დუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (ყოფილმა) ვიცე-პრეზიდენტმა, აქ შევჩერდებით, ბევრს არ გავაგრძელებთ”, ბატონმა ირაკლი კობახიძემ კარგად უნდა იცოდეს, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტის მიერ დისკრეციულ, კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენებაზე მუქარა დაუშვებელია!“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციას განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ საააკშვილს შეიწყალებს, საზოგადოებასაც და მასსაც უმძიმესი რეაქცია ექნებათ.

კობახიძის თქმით, სააკაშვილის შეწყალება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი