ყაზახეთის სამხრეთით 5.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ყაზახეთის სეისმური მონიტორინგის სამსახური ავრცელებს.
მიწისძვრა ადგილობრივი დროით 19:02 საათზე მოხდა, მისი ეპიცენტრი კი ქალაქ ალმათიდან 628 კილომეტრითაა დაშორებული.
მიწისძვრა იგრძნობოდა დასახლებულ პუნქტებშიც. დაშავებულების შესახებ ჯერჯერობით ინფომრაცია არ გავრცელებულა.