ახალი ამბები

„ვოლტის“ კურიერებმა ანაზღაურების მომატების მოთხოვნით აქცია გამართეს

5 თებერვალი, 2023 • 1430
„ვოლტის“ კურიერებმა ანაზღაურების მომატების მოთხოვნით აქცია გამართეს

კომპანია „ვოლტის“ კურიერებმა დღეს, 5 თებერვალს, თბილისში ანაზღაურების მომატების მოთხოვნით აქცია გამართეს.

„ჩვენი მოთხოვნა კურიერებისთვის განკუთვნილი ტარიფების აწევა და ჩვენი ანაზღაურების გაზრდაა. აპლიკაციაში ასევე არის ძალიან ბევრი ხარვეზი, რის გამოც ჩვენ დამატებით გვაკლდება ანაზღაურება. მაგალითად, არასწორად ითვლება კილომეტრები, აკლდება, რაც აისახება ანაზღაურებაზეც“, — თქვა „ვოლტის“ ერთ-ერთმა კურიერმა მედიასთან,

კურიერების განცხადებით, ისინი პროტესტის ნიშნად გათიშავენ აპლიკაციას და აღარ მოემსახურებიან მომხმარებლებს.

მათი თქმით, „ვოლტის“ მომსახურების ღირებულებაში კურიერებისთვის გათვალისწინებული ანაზღაურება არ შეესაბამება იმ დატვირთვას, რა დატვირთვითაც კურიერებს უწევთ მუშაობა „სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში — თოვლში, ქარში, წვიმაში, მტვერში“.

კომპანია „ვოლტი“ კურიერთა პროტესტს ჯერ არ გამოხმაურებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი