ახალი ამბები

აშშ-ის ძალებმა ატლანტის ოკეანის თავზე ჩინური საჰაერო სადაზვერვო ბუშტი ჩამოაგდეს

5 თებერვალი, 2023 • 1851
აშშ-ის ძალებმა ატლანტის ოკეანის თავზე ჩინური საჰაერო სადაზვერვო ბუშტი ჩამოაგდეს

აშშ-ის ძალებმა, აღმოსავლეთ სანაპიროსთან, ატლანტის ოკეანის თავზე ჩინური საჰაერო სადაზვერვო ბუშტი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

საჰაერო ბუშტის ჩამოგდების ბრძანება აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასცა.

ჩინური საჰაერო ბუშტი პირველად კვირის დასაწყისში მონტანას ცაზე შენიშნეს. პარასკევს პენტაგონმა განაცხადა, რომ ბუშტი არ წარმოადგენდა სამხედრო ან პოლიტიკურ საფრთხეს. თუმცა ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსნებმა საჰაერო ძალებს ურჩიეს, რომ ბუშტი აშშ-ის კონტინენტურ ნაწილში არ ჩამოეგდოთ, იმის გამო, რომ ნამსხვრევებს შესაძლოა სამოქალაქო პირებითვის საფრთხე შეექმნა.

რაც შეეხება ჩინეთს, საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბუშტი აშშ-ის საჰაერო სივრცეში შემთხვევით შევიდა.

თუმცა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ბუშტის არსებობა აშშ-ს ტერიტორიაზე მათი სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა იყო და მიუღებელია, რომ ეს მოხდა.

აშშ-ის ტერიტორიის თავზე ჩინური საჰაერო სადაზვერვო ბუშტის გამოჩენის გამო სახელმწიფო მდივანი ანტონი ბლინკენმა ჩინეთში მისი დიპლომატიური ვიზიტი გადადო და თქვა, რომ ინციდენტმა „შექმნა პირობები, რომლებიც ძირს უთხრის მოგზაურობის მიზანს“.

,

მასალების გადაბეჭდვის წესი