ახალი ამბები

არჩევნების მონაცემები ერთი მაჟორიტარული უბნის შედეგებით

30 მაისი, 2010 • 1107
არჩევნების მონაცემები ერთი მაჟორიტარული უბნის შედეგებით

20 საათისთვის, ანუ 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კენჭისყრის დასრულების დროს, ბათუმის 79 ოლქის ბაგრატიონის მეორე მაჟორიტარული ოლქის მე–7 უბანზე სულ 3686 ამომრჩეველმა მისცა ხმა.

63-ე უბანში ხმის მისაცემად მივიდა 454 ამომრჩეველი; 29-ე უბანზე – 483; 46-ე უბანზე – 501; 64-ე უბანზე –  512; 28-ე უბანზე – 600. 30-ე უბანზე – 562 და 31-ე უბანზე – 574 ამომრჩეველი.

ამ არჩევნებზე ბაგრატიონის მეორე მაჟორიტარული საარჩევნო უბანი ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტულ უბნად განიხილებოდა. აქ ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ ალიანსი საქართველოსთვის კანდიდატი სულხან ღლონტი და ერთიან ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე.

„გაზეთ ბათუმელების“ ჟურნალისტები ამ მაჟორიტარულ უბანზე საარჩევნო პროცესს შვიდივე უბანში აკვირდებოდნენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი