ახალი ამბები

ზურაბიშვილი: რუსეთმა სამშვიდობო შეთანხმების პირობებით საქართველოს ოკუპაციაც უნდა შეწყვიტოს

1 თებერვალი, 2023 • 611
ზურაბიშვილი: რუსეთმა სამშვიდობო შეთანხმების პირობებით საქართველოს ოკუპაციაც უნდა შეწყვიტოს

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სამშვიდობო შეთანხმებამ, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებულ ომს დაასრულებს, უნდა დაავალდებულოს მოსკოვი, საქართველოს ოკუპაციაც შეწყვიტოს.

„რუსეთმა უნდა ისწავლოს, სადაა მისი საზღვრები. საქართველოს საკითხიც უნდა იყოს დაყენებული, ვინაიდან არავინ უნდა ფიქრობდეს, რომ ომი ისე უნდა დასრულდეს, რომ რუსეთმა ყველა ოკუპირებული ტერიტორია არ დატოვოს“, – უთხრა მან „ბლუმბერგს“.

მისი თქმით, „რუსეთმა პრაქტიკულად წააგო ბრძოლები, თუ მთლიანი ომი არა“, ხოლო ოკუპირებული ტერიტორიების სრულად დატოვების მოთხოვნაზე უარი თქმა დასავლეთის „მორიგი დიდი შეცდომა“ იქნება, „ისეთივე დიდი, როგორც 2008 [რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ] და 2014 [ყირიმის ანექსია] წლებში“.

მასალების გადაბეჭდვის წესი