ახალი ამბები

ხელისუფლება ადამიანების დაუფასებლობის წესად ქცევას ცდილობს – გახარია გამყრელიძეზე

1 თებერვალი, 2023 • 804
ხელისუფლება ადამიანების დაუფასებლობის წესად ქცევას ცდილობს – გახარია გამყრელიძეზე

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ამირან გამყრელიძის წერილებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება ადამიანების დაუფასებლობის წესად ქცევას ცდილობს.

საუბარია ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გაავრცელებულ წერილებზე, რომლებიც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილმა დირექტორმა მისწერა ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილსა და მის მოადგილეს, თამარ გაბუნიას. ერთ-ერთ წერილში გამყრელიძე ამბობს, რომ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში სხვადასხვა ეტაპზე ღიად თუ არაპირდაპირ უპირისპირდებოდნენ, მაგრამ არა ასეთი ბინძური და შეუარცხმყოფელი მეთოდებით, როგორც ახლა.

გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობები იცვლება, ხალხის მსახურება კი მარადიული ღირებულებაა.

„სამწუხაროდ, ადამიანების დაუფასებლობის წესად ქცევას ცდილობს ხელისუფლება ჩვენს ქვეყანაში. კოვიდპანდემია იყო მსოფლიო გამოწვევა და ჩვენ ყველამ ერთად შევძელით, ერთობლივი შრომით გვექცია საქართველო წარმატების მაგალითად. მადლობა სამედიცინო სფეროს ყველა წარმომადგენელს.

მთავრობის მხრიდან მათი დაუფასებლობა არ უნდა გახდეს ნამდვილი პროფესიონალებისთვის დემოტივაციის მიზეზი. მთავრობები იცვლება, ხალხის მსახურება კი მარადიული ღირებულებაა“, – ნათქვამია გახარიას მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

დისკრედიტაცია და შეურაცხყოფა — გამყრელიძე ხელისუფლებას ადანაშაულებს

მასალების გადაბეჭდვის წესი