ბათუმში, 79 ოლქის 29-ე უბანში, საარჩევნო კომისიის სამი წევრი თავს შეუძლოდ გრძნობს. ჟურნალისტ ნათია როყვას თქმით, რომელიც უბანზე იმყოფება, შეუძლოდ მყოფი კომისიის წევრები ამბობენ, რომ ცუდად მას შემდეგ გახდნენ, რაც უბანზე მიტანილი საჭმელი შეჭამეს.
ნათია როყვას ინფორმაციით, უბნის თავმჯდომარე სასწარაფო სამედიცინო ჯგუფის გამოძახებას გეგმავს. ,,რა უნდა ვქნა, ხმები ვის დავათვლევინო – ამბობს კომისიის თავმჯდომარე”, – აცხადებს ნათია როყვა.
შეუძლოდ არიან “კონსერვატორების”, “ნაცმოძრაობის” და საოლქოს დამკვირვებლები. ამ უბანზე “ალიანსის” დამკვირვებლის თქმით, შემოტანილი საჭმელი თვითონაც შეჭამა, მაგრამ ის თავს კარგად გრძნობს.
29-ე უბანზე ამ დროისთვის 459 ამომრჩეველმა მისცა ხმა.