ახალი ამბები

ენმ-ის არჩევნებში ივანიშვილმა გაიმარჯვა – დაუშვილი

30 იანვარი, 2023 • 961
ენმ-ის არჩევნებში ივანიშვილმა გაიმარჯვა – დაუშვილი

პარტიის „საქართველოსთვის“ წევრი მიხეილ დაუშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიულ არჩევნებში ბიძინა ივანიშვილმა გაიმარჯვა.

ასე გამოეხმაურა იგი ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებას.

„ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გახდა ენმ-ის თავმჯდომარე და ამ არჩევნებში ვინ გაიმარჯვა. ჩემი აზრით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა და ცხადი გახდა ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არც უნარი აქვს, არც შესაძლებლობა და, როგორც ჩანს, არც სურვილი იმის, რომ „ქართული ოცნება“ და ბატონი ივანიშვილი ხელისუფლებიდან ოპოზიციაში გადაიყვანოს. შესაბამისად, ამ არჩევნებში, აქედან გამომდინარე, გაიმარჯვა ბატონმა ივანიშვილმა და ეს არის რეალობა“ ,- განაცხადა დაუშვილმა.


დღეს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა.

მან 21 656 ხმა მიიღო, რაც საერთო ხმათა რაოდენობის 52.58%-ია. რაც შეეხება მის მთავარ ოპონენტს, პარტიის ცნობითვე, ნიკა მელიას ხმა მისცა 16 477-მა რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა, რაც საერთო ხმათა რაოდენობის 40%-ია.

ვრცლად:

ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა

მასალების გადაბეჭდვის წესი