საზოგადოება

ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა

30 იანვარი, 2023 • 1115
ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. ხმის მიცემის შედეგები რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა.

როგორც ბრიფინგზე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ კობა ნაყოფიამ განაცხადა, არჩევნებში ხაბეიშვილმა 21 656 ხმა მიიღო, რაც საერთო ხმათა რაოდენობის 52.58%-ია.

რაც შეეხება მის მთავარ ოპონენტს, პარტიის ცნობითვე, ნიკა მელიას ხმა მისცა 16 477-მა რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა, რაც საერთო ხმათა რაოდენობის 40%-ია.

დაახლოებით, მსგავსი რაოდენობის ხმები მიიღეს ნონა მამულაშვილმა (1 537 ხმა ) და გიორგი მუმლაძემ ( 1516 ხმა).

„ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნები ელექტრონულად მიმდინარეობდა. მონაწილეობისთვის საჭირო იყო სპეციალურ პორტალზე რეგისტრაცია. ენმ-ის თქმით, არჩევნებში თავისი პოზიცია 41 264-მა ადამიანმა დააფიქსირა.


ბრძოლა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მართვის სადავეებისთვის ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა. ენმ-ის წევრთა ნაწილი მიიჩნევს, რომ არჩევნები პარტიას გააძლიერებს. ანალიტიკოსთა ნაწილი კი არ გამორიცხავს, რომ ეს ყველაფერი პარტიის მორიგი გაყოფით დასრულდეს, რასაც თავისი გავლენა ექნება ქვეყნის ოპოზიციურ სპექტრზეც.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ ნეტგაზეთის არქივიდან:

მასალების გადაბეჭდვის წესი