“დღეს ძალიან სასიამოვნო ამბების დღეა უკრაინისთვის. ესაა სატანკო კოალიცია”, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მადლობას უხდის მოკავშირეებს ტანკების მიწოდებისთვის.
ზელენსკიმ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გერმანიამ და აშშ-მა 25 იანვარს განაცხადეს უკრაინისთვის საბრძოლო ტანკების მიწოდებაზე.
ზელენსკიმ ისტორიული მიღწევა უწოდა მსოფლიო ლიდერების გადაწყვეტილებას უკრაინისთვის ტანკების მიწოდებაზე და აღნიშნა, რომ ახლა მთავარია დაჩქარდეს “[ტანკების მიწოდება] სამხედროების მომზადება და ტექნიკური მხარდაჭერა”.