საზოგადოება

აშშ უკრაინას აბრამსის ტიპის 31 ტანკს გადასცემს 

25 იანვარი, 2023 • 1111
აშშ უკრაინას აბრამსის ტიპის 31 ტანკს გადასცემს 

აშშ უკრაინას M1 აბრამსის 31 ტანკს გადასცემს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა 25 იანვარს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე. 

ბაიდენის თქმით, ეს სამხედრო დახმარება “ერთ უკრაინულ ბატალიონს უდრის” და დასძენს, რომ “ყველაზე ძლიერი ტანკებია მსოფლიოში”. 

ბაიდენის თქმით, აშშ უკრაინას ასევე დაეხმარება წვრთნებში და ტექნიკურ შემოწმებაში, რათა დარწმუნდეს, რომ ტანკები მდგრადია საომარ მოქმედებებში. 

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მხარდაჭერა უკრაინისადმი “არ არის შეტევა და  საფრთხე  რუსეთისთვის”. მისი განმარტებით, აშშ უკრაინას სუვერენიტეტის დაცვაში ეხმარება. 

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოთხშაბათს დილით ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონს, გერმანიის კანცლერ შოლცს, იტალიის პრემიერ-მინისტრ მელონის და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ სუნაკს.


დღესვე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას Leopard 2-ის ტიპის საბრძოლო ტანკებს მიაწვდის. მანამდე, როიტერსის ცნობით, გერმანია უკრაინისთვის საკუთარი წარმოების ტანკებიის გადაცემას იმ შემთხვევაში გეგმავდა, თუკი შეერთებული შტატებიც ანალოგიურად მოიმოქმედებდა, თუმცა საბოლოოდ არ დაელოდა აშშ-ის გადაწყვეტილების გასაჯაროებას. 

მასალების გადაბეჭდვის წესი