ახალი ამბები

ოფიციალურად დადასტურდა, რომ სომხეთში საქართველოს ელჩი თსუ-ს ყოფილი რექტორი იქნება

25 იანვარი, 2023 • 856
ოფიციალურად დადასტურდა, რომ სომხეთში საქართველოს ელჩი თსუ-ს ყოფილი რექტორი იქნება

ოფიციალურად დადასტურდა, რომ სომხეთში საქართველოს ელჩი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი გიორგი შარვაშიძე გახდა.

ნეტგაზეთი ჯერ კიდევ ოქტომბრში წერდა, რომ შარვაშიძე დიპლომატიურ კორპუსში განაგრძობდა საქმიანობას.

დღეს, 24 იანვარს, შარვაშიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. მთავრობის პრესრელიზის თანახმად, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებზე და „სამომავლოდ სხვადასხვა სფეროში აქტიური თანამშრომლობის იმედი გამოითქვა“.

გიორგი შარვაშიძე, რომელიც მანამდე განათლების მინისტრის მოადგილე იყო, თსუ-ის რექტორის თანამდებობას 2016 წლიდან იკავებდა. მეორე ვადით 2020 წლის აგვისტოში აირჩიეს, 4 წლით, შესაბამისად, შარვაშიძე რექტორად 2024 წლამდე უნდა დარჩენილიყო.

თუმცა მან პოსტი ვადაზე ადრე დატოვა.

ამჟამად თსუ-ის რექტორი ჯაბა სამუშიაა, რომელიც რომელიც არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი