საზოგადოება

ჯაბა სამუშია თსუ-ის რექტორი გახდა

27 დეკემბერი, 2022 • 1372
ჯაბა სამუშია თსუ-ის რექტორი გახდა

ჯაბა სამუშია, რომელიც არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი იყო, თსუ-ის აკადემიურმა საბჭომ რექტორად აირჩია.

არჩევნები დღეს უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიმართა. წესდების თანახმად, რექტორი 38-იან აკადემიურ საბჭოს უნდა აერჩია – 4 წლის ვადით.

არჩევნებზე 32 წევრი გამოცხადდა, აქედან სამუშიამ 30 ხმა აიღო, ორ ბიულეტენი კი ბათილად ცნეს, რადგან საარჩევნო კომისიის თქმით, მათზე ნება არ იყო გამოხატული.

რექტორის ასეთ არჩევნებს მანამდე აპროტესტებდა სტუდენტთა ნაწილი, მათ შორის „მაისის სტუდენტური მოძრაობა“.

ისინი მიიჩნევენ, რომ ამგვარი არჩევნები არადემოკრატიულია და უნივერსიტეტის დამოუკიდებლობას საფრთხედ უქმნის. გუშინ ღამით, 26 დეკემბერს, 107-ე აუდიტორიის გადაკეტვაც სცადეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. სტუდენტები აქ მთელი ღამის განმავლიბაში იყვნენ.

რაც შეეხება არჩევნებს, მოძრაობის წევრის, საბა ბულისკერიას თქმით, გუშინ გვიან ღამით შედგა შეხვედრა სამუშიასა და სტუდენტებს შორის. მათ დაპირება მიიღეს, რომ საცხოვრებლისა პრობლემა მოგვარდებოდა და რექტორობის არჩევის ეს წესი შეიცვლებოდა. ამ უკანასკნელზე კი მუშაობა უახლოეს დღეებში დაიწყებოდა.

ბულისკერია ამბობს, რომ თუ ეს დაპირებები არ შესრულდა, მოძრაობა კვლავ გააგრძელებს პროტესტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი