ახალი ამბები

ასეთი დაუსრულებელი სიკვდილის ქრონიკა კაცობრიობის ისტორიაში არ ყოფილა – ქადაგიშვილი სააკაშვილზე

10 იანვარი, 2023 •
ასეთი დაუსრულებელი სიკვდილის ქრონიკა კაცობრიობის ისტორიაში არ ყოფილა – ქადაგიშვილი სააკაშვილზე

„უკვე 470 დღეა თუ მეტი გვეუბნებიან, რომ ყოველდღე კვდება. ასეთი დაუსრულებელი სიკვდილის ქრონიკა კაცობრიობის ისტორიაში არ ყოფილა“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე საუბრისას.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არ სჯერა, რომ სააკაშვილი კვდება.

ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

„ლაპარაკია იმაზე, როგორ გამოვიხსნათ [მიხეილ სააკაშვილი], დივერსანტი შემოვუშვით, დივერსანტია გამოსახსნელი. არჩეულია ეს გზა, რომ ეს ადამიანი სიმულაციურად თითქოს კვდება. უკვე 470 დღეა თუ მეტი გვეუბნებიან, რომ ყოველდღე კვდება. ასეთი დაუსრულებელი სიკვდილის ქრონიკა კაცობრიობის ისტორიაში არ ყოფილა.

საერთაშორისო დონეზე, გარკვეულ ლობისტურ დონეზე ამ თემას მუდმივად ათუხთუხებენ. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ამის არ სჯერა, ეს ჩანს, მაგრამ იმ პროექტს საქართველოს წინააღმდეგ საქმე ბოლომდე აქვს მისაყვანი და ამ თემას მუდმივად აცოცხლებენ. რომელ მაგნიტსკის სიაზე და არაადამიანურ მოპყრობაზეა ლაპარაკი?! როდესაც სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა მასზე საქმე და სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ არაადამიანური მოპყრობა მის წინააღმდეგ არ ყოფილა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.


თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის გადავადების საკითხის განხილვა მიმდინარეობს. მოწმის სახით უკვე დაკითხა ამერიკელი ტოქსიკოლოგი, ამერიკელი ნევროლოგი, “ვივამედის”  ნევროლოგი და ამერიკელი ფსიქიატრი.

როგორც ამერიკელმა ექსპერტმა, ნევროლოგმა ემანუელ ლახანმა თქვა, სააკაშვილს სერიოზული დაავადებები აქვს, რაც სასჯელის მოხდისთვის ხელის შემშლელი ფაქტორია. მისი თქმით, სააკაშვილს ქრონიკული დაავადებები აქვს, რომლებიც ქმნის სიკვდილის საშიშროებას.

ამ თემაზე ნახეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი